კვირა 18, აგვისტო 2019

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

12, აგვისტო 2019 12:24:00

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 8 საბრძოლო ვაზნა და 1 მჭიდი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.ა