12, აგვისტო 2019 13:56:00
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი, რომელიც მოტოვციკლს სავარაუდოდ დიდი სისწრაფით მართავდა სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაგიდას შეეჯახა.
ამ წუთებში დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი ,,გორმედში" ტრამვული შოკით, კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.