კვირა 18, აგვისტო 2019

ექიმებმა 17 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს

12, აგვისტო 2019 17:54:00

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 17 წლის ბიჭი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცს გორმედში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

dianews.ge ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში, გულ-მკერდის ღია ჭრილობით დღეს შეიყვანეს. როგორც კლინიკაში ამბობენ, შეყვანისას პაციენტს ტრავმული შოკი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებები და გულმკერდისა და მუცლის ღრუს ღია ჭრილობები აღენიშნებოდა. 

ავტორი(ები)

1610