10, აპრილი 2017 20:04:00
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმა სასურველ სკოლაში სწავლობს, მშობელი სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან 2 ან მეტი აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შედის. რეგისტრაცია სკოლებში განხორციელდება და 24 აპრილამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპი 8 მაისიდან 1 ივნისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ყველა იმ ბავშვს შეეძლება, რომლის ასაკი კანონით დადგენილ მოთხოვნას აკმაყოფილებს. რეგისტრაცია ელექტრონული იქნება. მესამე ეტაპზე კი, რომელიც 19 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, გათვალისწინებულია მათთვის ვინც რეგისტრაცია ვერ გაიარა.