კვირა 18, აგვისტო 2019

ძეგლი ცხოველის გადარჩენისთვის - ქობულეთის მერია მოქალაქეთა ინიციატივას მხარს უჭერს

12, აგვისტო 2019 22:29:00

კაცი, რომელიც შტორმის დროს ზღვაში ძაღლების გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა ქობულეთში ძეგლი დაუდგამენ. სოციალურ ქსელში წამოწყებულ კამპანიას მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს, სადაც აცხადებენ, რომ ინიციატივა აუცილებლად განხორციელედება და ამ მიმართულებით უკვე მუშაობაც დაიწყეს.


"მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი ინიციატივაა. მივესალმებით აღნიშნულ წამოწყებას. მხარდაჭერას ვუცხადებთ სხვადასხვა ასპექტში და არამხოლოდ მივესალმებით, არამედ მზად ვართ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ამ იდეის/სურვილის განხორციელებას. უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ვცდილობთ კომუნიკაცია დავამყაროთ უშუალოდ, როგორც პეტიციის ინიციატორთან,  ასევე ძეგლის/მემორიალის მოქანდაკესთან.  ჩვენი სურვილია აღნიშნული იდეა მივიყვანოთ ბოლომდე. 
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთი ჰუმანური შემთხვევები არ რჩება დაუფასებელი" - აცხადებენ ქობულეთის მერიაში.


შეგახსენებთ, საქართველოში მოხდა ადამიანის მხრიდან ცხოველისადმი თანადგომის და დახმარების უპრეცედენტო შემთხვევა.

ქო­ბუ­ლეთ­ში, სა­კუ­თა­რი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნის დროს, 51 წლის ­კა­ცი და­იხ­რჩო. შემ­თხვე­ვა 5 აგ­ვის­ტოს, მდი­ნა­რე კინ­ტრიშ­სა და ზღვის შე­სარ­თავ­თან მოხ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი ავ­თან­დილ ცხვე­დი­ა­ნი, რო­გორც მის­მა ერთ-ერთმა მე­გო­ბარ­მა განაცხადა, ცხოველებზე შეყვარებული ადამიანი იყო. მან ერთი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ას­წრო, მე­ო­რეს­თან ერ­თად კი და­ი­ღუ­პა.