13, აგვისტო 2019 13:42:00
ტვ პირველზე“ კიბერშეტევა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაუწყებელი ავრცელებს.
„დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები“, - ნათქვამია გავრცებულ განცხადებაში.