სამშაბათი 17, სექტემბერი 2019

ქობულეთში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები საათების დადგენილებაში ცვლილებებია

13, აგვისტო 2019 21:10:00

ქობულეთში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები სათებში ცვლილებები შევიდა. საზაფხულო და ღია ტიპის, გასართობ დაწესებულებებში ხმაურის   პერიოდად 08:00 საათიდან 24:00 საათი განისაზღვრა. ხოლო იმ ობიეტებში,  რომლებიც საცხოვრებელ  შენობებში ან მიმდებარე ტერიტორიაზეა, ხმაურის დასაშვები დრო 23:00 -მდე იქნება,  სანაპიროზე მდებარე ბუნგალოებში კი ღამის სამ საათამდე. ცვლილება ადგილობრივებისა და ტურისტების მოთხოვნის საფუძველზე შევიდა. მიმდინარე წელს ქობულეთში გადაჭარბებული ხმაურის გამო 7 ობიეტი დაჯარიმდა. ჯარიის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით კი 300 ლარით განისაზღვრება.


დღის ამბები