13, აგვისტო 2019 20:45:00
ივლისში, საქართველოს ხუთივე აეროპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაკლებ მგზავრს მოესახურა. ,,აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ივლისთან შედარებით, წელს, მგზავრთა რაოდენობა 44,959 შეადგინა. უწყება კლებას 2019 წლის 8 ივლისიდან, რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებით ხსნის.
საანგარიშო პერიოდში მგზავრთნაკადი შემცირდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2019 წლის ივლისში ბათუმის აეროპორტის მომსახურებით 100,432 - მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 10,893 - ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის ტემპი 18 პროცენტიდან 12 პროცენტამდე შემცირდა. საქართველოს აეროპორტები ჯამში - 3,058,473 მგზავრს მოემსახურა, რაც მხოლოდ 12% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.