შაბათი 24, აგვისტო 2019

ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები

13, აგვისტო 2019 20:40:00

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. არადეკლარირებული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სხეულზე მალულად მოთავსებული შემოჰქონდათ.
მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების დათვალიერების შედეგად, ჯამში 170,128.05 ლარის ღირებულების არადეკლარირებული 2 კილოგრამზე მეტი  ოქროს საიუველირო და 399,7 გრ. ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. 
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


დღის ამბები