შაბათი 24, აგვისტო 2019

ქვეწარმავლების დაკბენის შემთხვევები

14, აგვისტო 2019 11:45:00

მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით ქვეწარმავლების ნაკბენით სამედიცინო დაწესებულებებს 24-მა ადამიანმა მიმართა, ხოლო 12 მათგანს სპეციფიური სამედიცინო მკურნალობის ჩატარება დასჭირდა.

კონკრეტულად, აჭარის რეგიონში ქვეწარმავალთა დაკბენის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებს 1-მა ადამიანმა მიმართა, რა შემთხვევაშიც სპეციფიური სამედიცინო მკურნალობა არ ჩატარებულა. გურიასა და კახეთშიც ასეთი 1 ფაქტი დაფიქსირდა, რა დროსაც საჭირო გახდა სპეციფიური სამედიცინო მკურნალობა, დაიხარჯა 1 სპეციფიური სამედიცინო პრეპარატი. შიდა ქართლში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელოში, ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ქვეწარმავლების მიერ დაკბენის გამო სამედიცინო დაწესებულებებისთვის არავის მიუმართავს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ქვეწარმავლების მიერ დაკბენის 3 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან ორ შემთხვევაში საჭირო გახდა სპეციფიური სამედიცინო მკურნალობის ჩატარება, ამასთან, დაიხარჯა 3 სპეციფიური სამედიცინო პრეპარატი.

ავტორი(ები)

90

დღის ამბები