შაბათი 24, აგვისტო 2019

ნახეთ როგორ გამოიყურება "რვაფეხა" რეაბილიტაციის შემდეგ

14, აგვისტო 2019 11:59:00

ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე „ფანტაზიის“, ე.წ. „რვაფეხას“ რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე შენობის გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს. 


პროექტის მიხედვით,  ქალაქის ერთ-ერთმა სიმბოლომ ძველ იერსახე შეინარჩუნა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „რვაფეხა“ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება, თუმცა კონკრეტულად რა ფუნქციას შეიძენს რესტავრირებული შენობა, ამ ეტაპზე უცნობია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

 

ფოტო: მამუკა დარჩია


დღის ამბები