14, აგვისტო 2019 11:59:00
ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე „ფანტაზიის“, ე.წ. „რვაფეხას“ რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე შენობის გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, ქალაქის ერთ-ერთმა სიმბოლომ ძველ იერსახე შეინარჩუნა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „რვაფეხა“ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება, თუმცა კონკრეტულად რა ფუნქციას შეიძენს რესტავრირებული შენობა, ამ ეტაპზე უცნობია.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.
ფოტო: მამუკა დარჩია