14, აგვისტო 2019 21:15:00
ბლადაძეების ოჯახმა კუთვნილი ბინის გასაღები წლების შემდეგ დაიბრუნა. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ბათუმში სადავო სახლი პირვანდელ მესაკუთრეს - როლანდ ბლადაძეს დაუბრუნა.
ბლადაძის მეუღლე იმ მუქარაზე საუბრობს რაც მისი თქმით, წლების განმავლობაში ხორციელდებოდა.
ქონებაზე დავა პაპუაშვილსა და ბლადაძეს შორის 15 წელი გაგრძელდა, ადვოკატის არჩილ კაიკაციშვილის განაცხადებით, მხარეებმა შეთანხმებას გარკვეული ნასყიდობის სანაცვლოდ მიაღწიეს.
როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას საცხოვრებელი ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, 2004 წელს ჩამოართვეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება . ბინა გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გადასცეს.
როლანდ ბლადაძე ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს, ის ასლან აბაშიძის მმართველობის დროს სარფის საბაჟოს გამშვები პუნქტის დირექტორის მოადგილე იყო.