14, აგვისტო 2019 20:45:00
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში, რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად, აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას გერმანული სამოგზაურო ჟურნალი „MERIAN’’ ამზადებს. სტატიაში ყურადღება აჭარის, როგორც ზღვისა და მთის ტურისტული პროდუქტებით მრავალფეროვან მიმართულებაზე გამახვილდება. ჯამში, მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სამიზნე ქვეყნებიდან რეგიონში 400-მდე ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა.