15, აგვისტო 2019 21:05:00
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით, აგრარულ ბაზრებს ამოწმებს. სავაშრო ობიექტებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, წელს 100 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა. სხვადასხვა დარღვევისთვის 37-მდე ობიექტი დაჯარიმდა, მათგან 7 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.