ოთხშაბათი 12, დეკემბერი 2018

წიგნის პრეზენტაცია

10, აპრილი 2017 20:01:00

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? - ამაზე მოუთხრობს მკითხველს წიგნი - „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია - მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“. პრეზენტაცია დღეს მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“ გაიმართა. არამხატვრული ჟანრის წიგნი ავტორმა 2014 წელს გამოსცა. მასში აღწერილია, თუ როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას და როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში. გამოცემის ავტორი ბრიტანელი ჟურნალისტია, რომელიც 2001 წლიდან 9 წლის მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა. რუსულ პროპაგანდაზე წერა კი აქტიურად 2013 წლიდან დაიწყო. ბრიტანელი ჟურნალისტის გამოცემა არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამმა“ თარგმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში გავლენიან არამხატვრული ჟანრის წიგნებს პერიოდულად თარგმნის. წიგნი უფასოდ გადაეცა  ბიბლიოთეკებს და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს. მისი შეძენა კი წიგნის მაღაზიებში სიმბოლურ ფასად, ორ ლარადაა შესაძლებელი.