16, აგვისტო 2019 20:23:00
მორიგი საპროტესტო აქცია ქობულეთში. საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა რამდენიმე წუთით ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მცირე მეწარმეების მოთხოვნაა,ხელისუფლებამ შეიმუშაოს კონკრეტული პროგრამა, რომლითაც სექტორს განვითარებაში დაეხმარება. მიაჩნიათ, რომ წელს ტურისტული სეზონი ისევე მძიმე მდგომარეობაშია, როგორც 2008 წელს. აქციას 2008 წელს იპოთეკით დაზარალებული 58-ოჯახიც შეუერთდა. ისინი ხელისუფლებას ბანკებთან შუამავლობას სთხოვენ.