17, აგვისტო 2019 17:28:00
დაბა ჩაქვისა და მე-5 საჯარო სკოლის 14 მოსწავლე საზაფხულო სკოლაში მიემგზავრება. 10 ბოშა და 4 რუსულენოვანი მოსწავლე სალიბაურის ბანაკში სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩაერთვება. 6 დღიან პროგრამაში შედის როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ასევე სპორტული ღონისძიებები.
სალიბაურის საზაფხულო სკოლა წელს არაქართული სექტორის მოსწავლეებს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეები ქართული ენის კურსაც გაივლიან.
სკოლის მიზანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების კიდევ უფრო ინტეგრაცია ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან. საზაფხულო ბანაკისთვის მუნიციპალიტეტის მერიამ, 10 მონაწილეს სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გადასცა.