19, აგვისტო 2019 00:21:00
გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. ipn.ge ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
,,პაციენტებიდან ორი უმძიმეს მდგომარეობაშია. საუბარია 49 წლის ქალზე და 12 წლის მოზარდზე. მათ პოლიტრავმები, დანარჩენებს კი სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. ამჟამად, გამოძახებული გვყავს რეანომობილი, რათა მოხდეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა", - განაცხადა ლანჩხუთის კლინიკის დირექტორმა, რევაზ კვერენჩხილაძემ.