21, აგვისტო 2019 20:08:00
რუსთავი 2“ „კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. მათ ერთობლივი განცხადება მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
„დღეს დადგა დღე, ჩემს ცხოვრებაში როდესაც ვეღარ ვიტყვი, რომ „რუსთავი 2“ ჩემია, „რუსთავი 2“ ჩვენ წაგვართვეს და „რუსთავი 2“ ჩვენი სახლი აღარ არის. დღევანდელი დღე ისეთივე მძიმეა ჩემთვის,როგორი მძიმეც იყო გუგუტიანთკარის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა თავად შლიდნენ საკუთარ სახლებს და ტოვებდნენ თავიანთ საცხოვრებელს. 13 წელი გავატარე „რუსთავი 2“-ში, ამაყი ვარ ყველა წლით“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ.
ჟურნალისტების თქმით, მათ დღეს შეხვდათ არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია და დარჩენა შესთავაზათ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ „კურიერელები“ მიიჩნევენ, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი არ იქნება, მათ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.