21, აგვისტო 2019 20:20:00
რუსთავი 2 კურიერის ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ დღეს ეთერში არ გასულა. არხის მენეჯმენტმა ვერ მოიძია თანამშრომელი, რომელიც ეთერში შევიდოდა. „კურიერის“ მთავარი გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამსახურის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, პირდაპირ ეთერში გააკეთეს. ტელევიზიიდან წავიდნენ არხის სახეებიც.