21, აგვისტო 2019 20:08:00
მაშინ როცა გეგუტიანთკარში ოკუპაცია გრძელდება და ქვეყნის პრეზიდენტს ამ დრომდე რაიმე ტიპის საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, ზურაბიშვილი დღეს კახეთში იმყოფებოდა. მან Spend Your Summer in Georgia- იას ორგანიზატორებს უმასპინძლა და ინიციატივა საჭირო და მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. საქართველოს პრეზიდენტმა სოციალური კამპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრები – მარიამ გუჯაბიძე და მარიამ ჯობავა ვილნიუსში და პარიზში დაგეგმილ ვიზიტებზე მიიწვია. ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კამპანიას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი და კიდევ უფრო განვითარდეს.