ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

მაიასთვის - ტაქსის ახალგაზრდა მძღოლი დედის გადარჩენისთვის იბრძვის

21, აგვისტო 2019 20:07:00

8. ,,მაიასთვის“- თუ ამ წარწერით ქალქში ტაქსს დაინახავთ, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გააჩეროთ და ისარგებლოთ. ამით თქვენ ქველმოქმედებაში მიიღებთ მონაწილეობას. ახალაგზარდა კაცი დედის სიცოცხლის გადასარჩენად დედაქალაქის შემდეგ ბათუმში ჩამოვიდა. ფიქრია დავლაძე ესაუბრა  ნიკოლოზ ქართველიშვილს. 
 
ტაქსი წარწერით მაიასთვის - დღეიდან დედაქალაქის შემდეგ, ბათუმშიც შეხვდებით. კილომეტრობით სავალი გზა ნიკამ დედის სიცოცხლის გადასარჩენად გამოიარა, რომელიც ახლა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მძიმე დაავადებას ებრძვის. ძველი, მაგრამ ამ ეტაპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ავტომობილითა და გულისხმიერი ადამიანების დახმარებით ნიკა ბათუმში გარკვეული რაოდენობის თანხის შეგროვებას აპირებს.
 
40 000 ამერიკული დოლარი- ეს ის თანხაა, რომელიც დედის ოპერაციისთვის ჭირდება. ახლა მისთვის თითოეული წუთის უსარგებლოდ დაკარგვა მომაკვდინებელ სენთან ბრძოლაში დანებების ტოლფასია. თანხის რაოდენობა დიდია, დრო კი მცირე. 55 წლის მაიას ოპერაციას სავარაუდოდ, 5 სექტემბერს გაუკეთებენ.
 
არცერთი წამით არ დაუკარგავს იმის იმედი, რომ ვერ შეძლებდა დედის დახმარებას. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ცდილობს, თავისი ავტომობილით ერთადერთი საზრუნავისთვის, ამ ვიწრო და ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში შესამჩნევი გახდეს.
 
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ქუჩებს კარგად არ იცნობს, მგზავრების კეთილგანწყობა ეხმარება.  ამბობს, რომ განსაცდელის დროს ბევრი უცნობი ადამიანისგან იგრძნო მორალური მხარდაჭერა. აქ მგზავრობის საფასური იმდენივეა, რისი საშუალებაც მომხმარებელს აქვს.
 
დარწმუნებულია, რომ სამთვიანი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება და დედა საქართველოში ჯანმრთელი დაბრუნდება.
 
 
მაიას სიცოცხლის გადასარჩენად ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედის გადანერგვა და მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსია საჭირო. იმისათვის, რომ ოპერაციამდე პაციენტს უმკურნალონ ძმებს ყოველ მესამე დღეს კლინიკაში საჭირო რაოდენობის ფულს გაგზავნა უხდებათ. ნიკას ტაქსის გამოძახება მობილურითაც შეგიძლიათ, რომლის ნომერია 591 81 98 19.