ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

ექსკლუზივი: ქართული ოცნების მაღალჩინოსანი დააკავეს

22, აგვისტო 2019 15:25:00

ჯამბულ თავართქილაძე დღეს დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიყვანა. ინფორმაციას ადასტურებს ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარე. ნადიმ ვარშანიძე დეტალესზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ვითარებას ამ წუთებში ეცნობა. მისი ინფორმაციით, საჯარო მოხელის დაკავება სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა. 


ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეა.

 

ჩვენი გადამღები ჯგუფი ხელვაჩაურის საკრებულოში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს