23, აგვისტო 2019 20:42:00
ონკოლოგიური დაავადებების ირგვლივ არსებულ გამოწვეევბზე ისაუბრეს დარგის სპეციალისტებმა სამედიცინო კონფერენციაზე. "ტუმორ ბორდის" ფარგლებში წამყვანმა სპეციალისტებმა სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტის მკურნალობის გეგმა და სტრატეგია განიხილეს. ასევე განისაზღვრა მათი მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა. ,,სხივური მედიცინის ცენტრისა“ და ბათუმის მედ-ცენტრის ექიმ-სპეციალისტებმა მათ მიერ პრაქტიკაში ჩატარებული კვლევებისა და მკურნალობის მეთოდებზე გაამახვილეს ყურადღება. ყურადღება. თბილისელი და ბათუმელი ექიმების მონაწილეობით "ტუმორ ბორდი" პირველად გაიმართა.