23, აგვისტო 2019 20:40:00
ცხრა თვის წინ დაწყებული ხელსაქმე, რომლემაც ოსტატს პროფესიულ საქმიანობაზე უარი ათქმევინა. მარეხ ტუღუშის კარიკატურულ თოჯინები იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ საწარმოში სხვა მეთოჯინეებიც დაასაქმა. როგორ შექმნა პირველი თოჯინა და რა გეგმები აქვს მეწარმე ქალს? - ნახეთ ჩვენ სიუჟეტში.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა პროფესიულ საქმიანობას თავი დაანება და 9 თვის წინ თოჯინების პატარა საწარმო გახსნა. იდეა თავის საქმროს ეკუთვნის, სჯერა, რომ აქ შექმნილი განსხვავებული კარიკატურული თოჯინები თავის ხელწერას დატოვებენ.
აქ მისთვის ერთადერთი ადგილი აღმჩნდა, სადაც დროს სასიამოვნოდ ატარებს. ნამუშევარის ვიზუალთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი მასში ხასიათის ჩადებაა. ხელნაკეთი თოჯინებისთვის სპეციალური საიტი toyart.ge შექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს ნამუშევრების
როცა შეკვეთების რაოდენობამ იმატა, თავის პატარა საწარმოში მეთოჯინეები დაასაქმა. ხელოვანები, რომლებიც კარიკატურულ თოჯინებს ნემსით ქმნიან, იმ განცდებზე ყვებიან, რაც მუშაობის პროცესში ეუფლებათ.
ფერადი მატყლი, ბამბა, ქსოვილი, ძაფი - ეს ის მასალაა, რომლითაც კარიკატურული თოჯინები იქმნება. ხელნაკეთი ნივთები არ შეიცავს საღებავებს. სახელოსნოს ოფიციალურ გახსნას ახალგაზრდა მეწარმე ქალი თებერვალში გეგმავს.