ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

23, აგვისტო 2019 20:32:00

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ქვეყნის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ჯუნგლებში,  ხანძართა რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი. სტიქია იმდენად ძლიერია, რომ მისი ეფექტი სატელიტიდან გადაღებულ მასალაშიც კარგად ჩანს. როგორც CNN ევროკავშირის სატელიტურ პროგრამაზე დაყრდნობით იუწყება, კვამლი ქვეყნის თითქმის ნახევარს ფარავს. ამაზონს ზოგჯერ დედამიწის ფილტვებადაც მოიხსენიებენ. ის დედამიწის ატმოსფეროში ოქსიგენის 20%-ს გამოყოფს.

ავტორი(ები)

162