26, აგვისტო 2019 00:37:00
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანასთან ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა. პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ავარიისას ხუთი ადამიანი დაშავდა.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.