12, აპრილი 2017 20:03:00
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ანდრო ქავთარაძე დააჯილდოვა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, რამდენიმე დღის წინ 80 წლის გახდა. „მწვრთნელთა და მსაჯთა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სპორტის დამსახურებულ მუშაკს სამინისტროსგან საჩუქრად 600 ლარი გადაეცა.