27, აგვისტო 2019 09:12:00
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის პირველივე რაუნდში უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა. კერძოდ, მან 65-ე ადგილზე მყოფ უნგრელ მეტოქეს ხუთსეტიან ბრძოლაში მოუგო - 3:6 6:4 6:2 3:6 6:3.
შემდეგი მეტოქე ბასილაშვილისთვის 394-ე ადგილზე მყოფი ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი იქნება.