28, აგვისტო 2019 13:47:00
როგორც იცით, ტოკიოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღე მიმდინარეობს.
დღეს, ანუ მეოთხე საჭიდაო დღეს, ქართველი ძიუდოისთი ლუკა მაისურაძე, -81 წონით კატეგორიაში ჭიდაობს. მაისურაძე მეოთხედფინალამდე პრაქტიკულად უპრობლემოდ მივიდა, თუმცა შემდეგ მსაჯების საშინელი მუშაობის შედეგად დამარცხდა და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
გარდა იმისა, რომ ქართველს აშკარა ვაზარი გააუქმეს, მერვედფინალის შემდეგ მას დასვენებისთვის მხოლოდ 10 წუთი მიეცა და კვლავ ტატამზე მოუწია გასვლა. საბოლოოდ, ეგვიპტელმა აბდელაალმა იმარჯვა და ნახევარფინალშიც გავიდა.
მეოთხედფინალამდე განვლილ გზას თუ გადავხედავთ - ლუკამ პირველ ბრძოლაში პენიამა პერსივალი 47 წამში, იპონით დაასრულა. მეორე დაპირისპირებაში კისი მეტოქე ვედათ ალბაირაქი (ვანო რევაზაშვილი) იყო, რომელსაც ლუკამ ორი ვაზარით მოუგო.
ურთულესი ბრძოლა მაისურაძეს მონღოლ უგანბატარ ოტგონბაატართან ჰქონდა. საქმე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც ქართველმა საწადელს კვლავ ვაზარით მიაღწია.
მერვედფინალურ დაპირისპირებაში მაისურაძის მეტოქე ბელგიელი სამი ჩოუში იყო, რომელიც ქართველმა იპონით დაამარცხა და სწორედ ეგვიპტელ მოჰამად აბდელაალთან ბრძოლამდე მივიდა.
წყარო :https://goal.ge