29, აგვისტო 2019 09:44:00
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა სოციალურ ქსელში მოქალაქეს აგინა. მერაბ ბლადაძემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოქალაქეს მის მიერ დაწერილ სტატუსზე გამოხმაურების გამო მიმართა. დეპუტატი ფეისბუქში ოცნების ქალაქის შესახებ წერდა:
"მემგონი მომიწევს ე.წ. ,,ოცნების ქალაქის" თემით, ისევ დაინტერესება....ვიღაც- ვიღაცაები, რომლებიც თავის დროზე, ვითომ ,,ძალიან სწუხდნენ", ეკოემიგრანტების ბედით, როგორც ხმები მომდის, შეცდომაში შეჰყავთ სამთავრობო კომისია და ისეთებს ,,ტენიან" სიებში, ვისაც არ ეკუთვნით ბინები... ფრთხილად, მოვდივარ თქვენი აფიორობის გასაშიფრად, დანდობა არ იქნება....." - წერს მერაბ ბლადაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
- დეპუტატს ვკითხეთ, რატომ მიმართა ქალს შეურაცხმყოფელი სიტყვებით?
- პრეზიდენტს აგინებენ პირდაპირი ეთერით და მე მოქალაქეს თუ ვაგინე ამით რა მოხდა? მოგზავნილია ეგ ქალი შეგნებულად ჩემთან. ვიცი ვინც არის, გახსოვთ მე რომ თავს დამესხნენ? ეგ ქალი იმ კაცის საყვარელია.
- ბატონო მერაბ, თქვენ ხომ მაღალი თანამდებობის პირი ხართ, რას ამბობთ... კვლავ იგივეს იმეორებთ...
- მერე რა მოხდა, ვიცი ვინცაა ეგ ქალი და შესაბამისი პასუხიც გავეცი, ცუდია, რომ ვაგინე საჯაროდ მაგრამ, ყველანი ადამიანები ვართ და ემოციურ ფონზე ვაკეთებთ რაღაცაებს....
მერაბ ბლადაძე რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში პარტია "პატრიოტთა ალიანსს" წარმოადგენს.