03, სექტემბერი 2019 21:10:00
ღურტას საბავშვო ბაღის გამგე, რომელიც გუშინ, ხულოს მერმა გაათავისუფლა „TV 25”-ის ჟურნალისტს ეკა ბარამიძეს და საინფორმაციო სამსახურის უფროსს სულხან მესხიძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება. მედეა მამულაძე მაუწყებლის რეპორტიორს მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის. მაუწყებელიმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რათა დაცული იყოს მედიასაშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხოება. შეგახსენებთ, მედეა მამულაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დღის წესრიგში მაშინ დადგა, როდესაც „TV 25“-მა დაწესებულებაში არსებული სიტუაციის ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელა. ფარული ჩანაწერების თანახმად, გამგე თანამშრომლებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.