06, სექტემბერი 2019 12:38:00
ჩვენთვის ჩვეული ბადრიჯნის გარდა არსებობს თეთრი ბადრიჯანიც, რომელიც არა მარტო ფერით, გემოთიც განსხვავებულია.
მის საგემოვნო თვისებებთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა - ზოგი მის გემოს ქამა სოკოს ამსგავსებს, ზოგი - ქათამს. გემოვნებაზე რომ არ დავობენ, მოგეხსენებათ და დასკვნის გაკეთება თქვნთვის მოგვინდვია.
თეთრი ბადრიჯანი ისევე მოჰყავთ, როგორც ჩვეულებრივი. მთავარი პირობა ბოსტნეულის ამ სახეობისთვის ტემპერატურაა, რომელიც 25 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს. სასურველია ჰქონდეს სასუქი და არც მორწყვა უნდა დაგავიწყდეთ.
საერთოდ, ბადრიჯანს ძალიან უყვარს წყალი.
ამ სახეობის ერთადერთი ნაკლი ის გახლავთ, რომ ის
შედარებით მალე ფუჭდება.