06, სექტემბერი 2019 21:45:00
ცოტა ხნის წინ ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე დედამ შვილი სადარბაზოში უგონო მდგომარეობაში ნახა. როგორც „TV 25“- ერთ ერთი თვითმხილველი უყვება არასრულწლოვანი სავარუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. მოზარდი დედამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც კლინიკა „მედცენტრის“ პრესცენტრი აცხადებენ, 15 წლის ბიჭი დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს და იგი მართვის სუნთქვაზეა. მედიკოსების ცნობით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.