06, სექტემბერი 2019 20:44:00
ე.წ „ოცნების ქალაქში“ პროტესტის ტალღა აგორდა. თვითნებურად შესახლებულებს რამდნიმე პრობლემა აწუხებთ. მოქალაქეები ხელისუფლებიგან დახმარებას ითხოვენ. რა საჭირობების წინაშე დგანან ისინი? ჩემი კოლეგა გიამბობთ
„ოცნების ქალაქში “ მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელ აქციაზე, ის სამი ათას ლარიანი ჯარიმები გააპროტესტეს, რომელიც აჭარის მთავრობამ, ე.წ. უნებართვოდ ჩასახლებულებს, უკანონო მიშენებებისთვის დააკისრა. დაჯარიმებულების უმეტესობას, სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ რეგიონის ხელისუფლება სოციალურ შემწეობებსაც, უსამართლოდ უუქმებს და მთავრობას პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ.
აქ მცხოვრებლებისთვის, ელექტროენერგიის ღირებულებაც, ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ამბობენ, რომ კომერციული ობიექტებისთვის განკუთვნილი ტარიფის გადახდა უწევთ, რადგან ტერიტორია, ისევ ინდივიდუალური გამრიცხველიანების გარეშეა.
გამაფრთხილებელ აქციაზე უფლებადამცველიც იმყოფებოდა. თამაზ ბაკურიძე შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მიუთითებს და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
ბათუმის მერიაში მხოლოდ სატელეფონო კომენტარით შემოიფარგლნენ, უწყებაში გვითხრეს, რომ უკანონო მშენებლობების დროს, სპეციალური დადგენილების შესაბამისად, მერია ვალდებულია რეაგირება მოახდინოს.
აქციის მონაწილეები, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, მთავრობის სახლის წინ, ფართო მასშტაბიანი აქციის გამართვას აანონსებენ. ოცნების ქალაქის მოსახლეობა, აჭარის ხელისუფლებას ათ დღიან ვადას აძლევს.