06, სექტემბერი 2019 21:20:00
„მინდა გითხრათ, რომ არსად წასვლას მე არ ვაპირებ - მე თქვენ დაგასრულებთ, თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი დაგასრულებთ, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა.გახარიამ ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით განაცხადა, რომ ისინი ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია არიან და 2020 წელს დარჩებიან ქუჩაში.