07, სექტემბერი 2019 12:54:00
ქობულეთში მცხოვრებ ტატას ჯანმრთელობის პრობლემები 2 თვის ასაკში დაეწყო, პირველას სისხლი სწორედ ამ დროს გადაუსხეს. მას შემდეგ რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. მკურნალობდნენ როგორც საქართელოში ისე საზღვარგარეთ.
ტატას მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტიც ჩატარდა, იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
საბოლოო ოპერაცია, რომელიც სოლიდარობის ფონდმა და ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა 1 თვის წინ გაუკეთდა. 5 წლის ტატას ძვლის ტვინი გადაუნერგეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
TV 25 მომხდარი ტრაგედიის გამო, ოჯახს, ახლობლებს და ნათესავებს უსამძიმრებს.