08, სექტემბერი 2019 21:54:00
თბილისში, თარხნიშვილის N9-ში კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, იგი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხთან დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, კაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.
წყარო: პირველი არხი