09, სექტემბერი 2019 13:05:00
მოამზადეთ სოკოს გემრიელი კერძი – კარტოფილით, ნიგვზითა და სანელებლებით.
რეცეპტის ინგრედიენტები
- 500 გრამი სოკო
- 200 გრამი ნიგოზი
- 9 კბილი ნიორი, ან ნაკლები გემოვნებით
- 500 გრამი კარტოფილი
- 2 თავი თეთრი ხახვი
- 8 ცალი მწვანე ხახვი
- 30 გრამი დაჭრილი ქინძი
- 1 ჩ/კ შავი პილპილი
- 70 გრამი კარაქი
- 10 ჩ/კ ზეთი
- მარილი გემოვნებით
- სოკო გარეცხეთ და ქუდები და ღეროები დააცალკევეთ. ტაფაზე 10 ჩ/კ ზეთი დაასხით და სოკო გადაიტანეთ. დააფარეთ და წვით დაბალ ტემპერატურაზე 20 წუთით.
- სანამ სოკო იწვება, კარტოფილი გათალეთ, პატარა კუბიკებად დაჭერით და ტაფაზე 70 გრ კარაქთან ერთად გადაიტანეთ. მოურიეთ და კარტოფილების შეწვამდე საშუალო ტემპერატურაზე დაუფარებლად წვით. ურიეთ ხშირ–ხშირად.
- დაჭერით და დაუმატეთ თეთრი ხახვი. მოურიეთ და წვით კიდევ 5 წუთით.
- დაჭერით და დაუმატეთ მწვანე ხახვი. მოურიეთ.
- ნიგოზი და ნიორი ერთად დანაყეთ და ტაფაზე 1 ჩ/კ შავ პილპილთან ერთად დაუმატეთ სოკოს. კარგად ამოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. მიირთვით ცხელი.
წყარო : kulinaria.ge