09, სექტემბერი 2019 20:59:00
საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღე. ირაკლი ღარიბაშვის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. მოქმედმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრებმა, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო და უწყების თანამშრომლებს საკუთარ პრიორიტეტები და გეგმები გააცნო. საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობა გუშინ ერთხმად გამოუცხადა.