17, აპრილი 2017 20:01:00
POWERPUFF GIRLS - ასე ქვია გამოფენას, რომელიც ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მიმდინარეობს. გამოფენის მთავარი თემატიკა ქალის დამოუკიდებლობა და საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებაა. ნამუშევრები თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის თანაკურსელი გოგონების მიერაა შესრულებული. ანასტასია ახვლედიანი, სალომე ფოცხვერაშვილი, ანო ჯიშკარიანი, მარიამ ცალანი, სალომე ჯაფარიძე, თიკა შელია, მაკო კრიხელი, ანა ჯიბლაძე, სოფიო ჯაყელი- ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული 9 ხედვა და გამოხატვის ხერხი. ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 5 მაისამდე დარჩება.