09, სექტემბერი 2019 20:40:00
ბათუმი, წელს პირველად, სამხრეთ კავვკასიის ქალაქთა ქსელის შეხვედრას მასპინძლობს. აჭარა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამაში, 2011 წლიდანაა ჩართული. იგი ითვალისწინებს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობას, ტურიზმის განვითარების, ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის სფეროებში. ამასთან, უცხოელი კოლეგები პარტნიორ ქალაქებს მათი ამოცანების ეფექტურად განხორციელებაში ეხმარებიან.