10, სექტემბერი 2019 00:23:00
ბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. არტისტი ბათუმელი მსმენელის წინაშე შოპენის, შუბერტის და მიშელ სონის მუსიკალური ნაწარმოებებით წარსდგა.
ფესტივალის ფარგლებში გამართული კონცერტი საქველმოქმედოა და გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა სრულად გადაერიცხება ბათუმის 26-ე ინკლუზიურ სკოლას.
ღონისძიება ადგილობრივი ხელისუფლების და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა.