17, აპრილი 2017 20:10:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პატიმრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ირაკლი კობახიძე ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილთან ერთად იმყოფებოდა. პატიმრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ხელნაკეთი სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.