პარასკევი 20, სექტემბერი 2019

საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს

11, სექტემბერი 2019 10:30:00

საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს. მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელთა დასრულება სწავლის დაწყებამდე ვერ ესწრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება, კონკრეტულად რომელ სკოლებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროცესი. უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლები სამუშაოებს ვერ დაასრულებს, მინისტრის ბრძანებით, სწავლა დროებით გადაიდება.

სკოლების ჩამონათვალის შესახებ, სად შეიძლება სწავლა დროებით გადაიდოს, მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სწავლა საქართველოს საჯარო სკოლებში 16 სექტემბერს უნდა დაიწყოს.

ავტორი(ები)

441

დღის ამბები