პარასკევი 20, სექტემბერი 2019

თურქეთში ავარიით 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი ბავშვი

11, სექტემბერი 2019 16:39:00

თურქეთის ბითლისის პროვინციაში, ჰიზანის რაიონში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა შვიდი ადამიანი.  თურქული მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული მონაცემებით, მიკროავტობუსს ადგილობრივი მცხოვრებლები გადაჰყავდა.

გარდაცვლილთა შორის ექვსი ბავშვია.

 

 

წყარო: 1tv.ge

ავტორი(ები)

4052

დღის ამბები