პარასკევი 20, სექტემბერი 2019

გაზრდილი ფატალური შემთხვევების ფონზე მთავრობამ გზებზე შავი წერტილების განსაზღვრას გეგმავს

11, სექტემბერი 2019 16:32:00

მთავრობა იმ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას გეგმავს, სადაც ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება.ამის შესახებ, მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

„საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1369 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, შესაბამისად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ადგილების ზუსტი განსაზღვრა და ამ ადგილებზე საფრთხის შემცველი ელემენტების აღმოფხვრა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე პროექტის მიზანია საგზაო ქსელში შავი წერტილების განსაზღვრა და სახელმწიფოს მხრიდან მათი აღმოფხვრისათვის საკმარისი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

ავტორი(ები)

387

დღის ამბები