პარასკევი 20, სექტემბერი 2019

დავა ბათუმის უნივერსიტეტსა და საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ ოჯახებს შორის

11, სექტემბერი 2019 21:45:00

დავა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საერთო საცხოვრებელში მცხოვრებლებს შორის. საუბარია  ოჯახზე, რომელმაც შენობა 27 სექტემბერს უნდა დატოვონ. ისინი ბრძანებას ეწინააღდმეგებიან. მესამე სექტორი თვლის, რომ განჩინება მესამე სექტორში თვლიან, რომ  განჩინება არასრულყოფილია და არ უნდა აღსრულდეს.   

გიული დეკანაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლების ბრძანებას ეწინააღმდეგება. იგი ამ შენობაში, მცირეწლოვან შვილებთან, დასთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  დედასთან ერთად , უკვე წლებია ცხოვრობს. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ფართის დატოვებას მას და თავის დას ავალდებულებს, შვილების გარეშე, ღია ცის ქვეშ დატოვებად მიიჩნევს.

მესამე სექტორში თვლიან, რომ სასამართლოს განჩინება არასრულყოფილია და არ უნდა აღსრულდეს.  არასამთავრობო ორგანიზაცია “ქომაგის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ, საპროტესტო ზომებს მიმართავენ.

უფლებადამცველი უნივერსიტეტის მიერ შეტანილ სარჩელს ბუნდოვანად მიიჩნევს. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, გასახლებას მხოლოდ დები ექვემდებარებიან, რის საფუძველზეც  ფაქტობრივად,  შვილები დედის გარეშე რჩებიან, დედა კი ღია ცის ქვეშ.

სარჩელში არ არის დაკონკრეტებული  დებ გელაძეების ოჯახის წევრების ვინაობა. სასწავლებლის იურისტი განმარტავს, რომ საჩივარი, უშუალოდ, იმ პირების მიმართ შეიტანეს, ვისაც, საერთო საცხოვრებელი უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. გიორგი დიასამიძის  თქმით, ერთ-ერთმა დამ, დარეჯან გელაძემ, რომელიც უნივერსიტეტის თანამშრომელია, სასწავლებლის სახელზე დაწერა განცხადება, რომ აღნიშნულ ფართზე პრეტენზიას არ აცხადებს და ის, ინფორმაციის სახით, აღსრულების ეროვნულ ბიუროშია გადაგზავნილი.

 

უნივერსიტეტმა საერთო საცხოვრებლის შენობიდან 5 ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელი 2013 წელს შეიტანა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანების მიხედვით გელაძეებმა ფართი მიმდინარე წლის, 27 სექტემბერს უნდა დატოვონ.


დღის ამბები