პარასკევი 20, სექტემბერი 2019

2019 წლის იანვრიდან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით 150 ათასი მოზრდილი აიცრა

11, სექტემბერი 2019 21:35:00

2019 წლის იანვრიდან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ასაკობრივი კატეგორიის გარდა, დამატებით 150 ათასი  მოზრდილი აიცრა. 8 თვის მონაცემებით კი  წითელა-წითურა-ყბაყურა ვაქცინა  დამატებით მხოლოდ აჭარაში 10 ათას 378 პირს ჩაუტარდა.   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყოველთვიურად იცრება დაახლოებით 11ათასი  000 ბავშვი. წითელას გავრცელების შეჩერების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა.

ავტორი(ები)

145

დღის ამბები